“ცხოველეთა მეჯლისი” – წიგნი ხელნაკეთი ილუსტრაციებით
წიგნი ხელნაკეთი ილუსტრაციებით
ხელნაკეთი ილუსტრაციებით გაფორმებული საბავშვო ზღაპარი მოგვითხრობს ცხოველთა ულამაზესი მეჯლისის შესახებ ტყის განაპირას. ერთ-ერთი მოქმედი პირი, ჭკვიანი სპილო, ცხოველებს საინტერესო ამოცანას სთავაზობს. ამოცანის ამოხსნა პატარა მკითხველისაგან მოითხოვს ლოგიკურ აზროვნებას და ცოდნას მათემატიკაში, ბუნებისმეტყველებასა და ხელოვნებაში. სწორად ამოხსნის შემთხვევაში ზღაპრის ბოლოს გამოისახება ულამაზესი ცისარტყელა. შედეგად ბავშვები მარტივად იმახსოვრებენ ცისარტყელას ფერებისა და მუსიკალური ბგერების თანმიმდევრობას.