აფორიზმები

მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში, ალბათ, არ მოიძებნება ისეთი პოეტური ქმნილება, რომელშიც ისე მძაფრად იყოს გამოხატული სიბრძნის კულტი, როგორც ეს გენიალური შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანშია.

პოემის თითოეული აფორიზმი გასხივოსნებულია უმაღლესი ადამიანური მისწრაფებებით, უზენაესი ადამიანური მადლით. თვით ვეფხისტყაოსანი ხომ თავისი მხატვრული ღირსებებით სიბრძნის უკვდავ ჰიმნს წარმოადგენს.

აფორიზმებში გახმიანებულ სიბრძნეს დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა. იგი კვლავ გვასწავლის მეგობრობას, ქვეყნისა და მოყვასის სიყვარულს, ერთგულებას, იმ მარადიულ ფასეულებებს, რომელთა გარეშე ცხოვრება აზრს კარგავს.

გამომცემლობა „შემეცნება“ მკითხველს სთავაზობს ოთხ უცხოურ ენაზე თარგმნილ აფორიზმთა კრებულს, რაც საშუალებას მისცემს როგორც ქართველ, ისე უცხოელ მკითხველს შეაფასოს ვეფხისტყაოსნის ცხოვრებისეული თუ უმაღლესი ფილოსოფიური სიბრძნე.

კრებული ეძღვნება რუსთაველის 850 წლის იუბილეს.

ISBN 978-9941-428-49-4

კატეგორია: Product ID: 390