ქართული საბავშვო ლიტერატურის ქრესტომათია (სამტომეული)

თქვენს წინაშეა, “ქართული საბავშვო ლიტერატურის ქრესტომათია” სამ წიგნად, სამაგიდო მეგობარი ყველა ბავშვისთვის.

იგი მოიცავს მრავალსაუკუნოვანი ქართული ხალხური და პროფესიული მწერლობის სასიქადულო ნიმუშებს.

კრებულში ქრონოლოგიური  პრინციპით წარდგენილია 102 ავტორის საუკეთესო საბავშვო ნაწარმოებები.

სამტომეული მოიცავს ქართული ხალხური შემოქმედებისა და კლასიკოს მწერალთა ნაწარმოებებს, თანამედროვე პოეტთა და პროზიკოსთა შემოქმედებას. ნაწარმოებთა თემატიკა მრავალფეროვანი და საინტერესოა: პატრიოტიზმი, თავგანწირვა სამშობლოს დასაცავად, რწმენა ჭეშმარიტი სარწმუნოებისა; სწავლა-განათლების დაუფლება; ზნეობრივი სიწმინდის გამოვლენა;  გამოჩენილ ისტორიულ გმირთა სადიდებელი; დედაშვილობის კეთილშობილობის გაღმერთება; შრომისმოყვარეობის, სტუმარ-მასპინძლობის, მეგობრობის, უბიწო სიყვარულის ტრადიციების არ მოშლა და სხვა მრავალი.

საბავშვო ლიტერატურის ჟანრთაგან მოზარდებისთვის შერჩეულია ხალხური სიტყვიერების უმადლო ნიმუშები და ჩვენი კლასიკური მწერლობის რჩეული ნაწარმოებები – ლექსები, ზღაპრები, იგავ-არაკები, პოემები, მოთხრობები, მინიატურები, ნოველები, ნაწყვეტები დიდტანიანი მოთხრობებისა თუ რომანებისა.

სამტომეულში წარდგენილია როგორც სკოლამდელი, ასევე უმცროსი სასკოლო, საშუალო და უფროსი ასაკის ბავშვთა მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი ნაწარმოებები.

ბავშვთა მეგობარი სამტომეული უთუოდ დაამშვენებს ყველა მოზარდის საშინაო თუ სასკოლო ბიბლიოთეკას.

ISBN 978-9941-428-31-9 
წიგნი 1 – ISBN 978-9941-428-32-6
წიგნი 2 – ISBN 978-9941-428-33-3
წიგნი 3 – ISBN 978-9941-428-34-0
კატეგორია: Product ID: 386