სწაორად თქმისა და წერის კულტურა
გივი ბოჯგუა — ლიტერატორი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
ჩვენმა მრავალჭირგამოვლილმა უძველესმა ქართულმა ენამ დღემდე ბრძოლითა და დიდებით მოაღწია, მაგრამ ამჟამად აშკარა განსაცდელშია. ენაში უწყალოდ შემოჭრილი უცხოური წარმოშობის სიტყვათა მძლავრი ნაკადი წალეკვას უპირებს აქამდე დაფუძნებულსა და დამკვიდრებულს; კატასტროფულად მეჩხერდება მრავალფეროვან სინონიმთა სიუხვე; ენა კნინდება, უსუსურდება; საზღვარი არა აქვს ბარბარიზმების (ძირითადად, ანგლიზმების), კალკების, ჟარგონების, ვულგარიზმების მოძალებას; ძაბუნდება მხატვრული მეტყველება (ზეპირიცა და წერილობითიც) და მის ადგილს იმკვიდრებს მჭლე ქართული…
დროა, საქართველოს ყველა მოქალაქემ შეიგნოს, რომ “ღმერთების ენა” (ლადო ასათიანი) უნდა განთავისუფლდეს მღვრიე მინარევებისაგან. თავანკარა ქართულისთვის თავდადება კი ყოველი ჩვენგანის ღირსების საქმეა!
ვფიქრობთ, ამ ბრძოლაში ეს წიგნიც გაგიწევთ გარკვეულ დახმარებას.
ავტორი | გივი ბოჯგუა |
ჟანრი | მხატვრული |
კატეგორია | მხატვრული |
გამოცემის თარიღი | 2011 წ. |
გარეკანი | რბილი |
ზომა და გვ. რაოდენობა | 150×210 292 გვ. |
ISBN | 978-9941-428-04-3 |