„როგორ შეაჩერეს ბავშვებმა ომი“

ზღაპარში მოთხრობილია ერთი პატარა ოჯახის ცხოვრების ეპიზოდები, მშვიდობიან და ომის პირობებში. აღწერილია, თუ როგორ ზრდის მამა უდედოდ დარჩენილ პატარა და-ძმას რაკანსა და ფატიმას. როგორ უყვართ ოჯახის წევრებს ერთმანეთი, თავისი კარ-მიდამო, თავისი ქვეყნის ბუნება, ცხოველები, თანამოძმენი. ამასთან, როგორ უყვართ შრომა, სწავლა, თამაში, მუსიკა, ცეკვა, სხვისი დახმარება.

ზღაპარში “როგორ შეაჩერეს ბავშვებმა ომი” ავტორი მარტივი და გასაგები ენით გადმოსცემს ისეთ გლობალურ საკითხებს, როგორიცაა: ბუნების გაფრთხილება, სიკეთისათვის თავდადება, სიყვარული როგორც თავისი ხალხის, ისე ზოგადად ადამიანის, განურჩევლად მისი ეროვნებისა და რელიგიისა, ბედნიერი თანაცხოვრებისა და მსოფლიოში ომის საშინელების თავიდან აცილებისათვის.
წიგნი გამიზნულია უმცროსი და საშუალო სასკოლო ასაკის მკითხველისათვის.


“ملخَص للكتاب “كيف أوقف الأطفال الحرب”

تحكي القصَة الأنباء من حياة عائلية صغيرة  في ظروف سلمية وحربية، كيف يربّي الأب ابنه وبنته الصغيرين دون أمّهما، كيف يحبّ أفراد العائلة بعضهم البعض وكيف يحبّون بيتهم  وفناء الدار والحيّ وطبيعة بلادهم والحيوانات وأهل بلادهم، كيف يحبّون العمل والدراسة واللعب والموسيقى والرقص ومدّ يد العون لغيرهم. 

في القصّة “كيف أوقف الأطفال الحرب” يحكي المؤلّف بلغة بسيطة واضحة القضايا العالمية مثل حماية الطبيعة والبيئة وبذل الجهود من أجل الخير وحبّ أهل بلادهم  وبصفة عامّة، حبّ الإنسان رغم جنسيته ودينه للتعايش السعيد في العالم وتجنّب أهوال الحرب. الكتاب مخصّص لقرّاء من تلاميذ المدارس الابتدائية والثانوية.