მეიგავე
ყმაწვილო, უნდა გახსოვდეს, რომ ამქვეყნად ყველაზე დიდი მასწავლებელი ცხოვრებაა, მისი ღრმად გაცნობა მეიგავედ გაქცევს.
მეიგავედ?
გაიოცა ტიტემ. აქამდე არც უფიქრია ამაზე. არა, მან იცოდა იგავის არსიდა მნიშვნელობა, მეიგავეთა შესახებაც გაეგო რაღაც, ზოგიერთ იგავსაც იცნობდა, მაგრამ ვერასდროს წარმოედგინა, რომ ოდესმე ისიც მეიგავედ იქცეოდა და ამას ასე იოლად შეძლებდა.
ეს სულაც არ არის იოლი, _ ტიტეს ფიქრი ამოიცნო მოხუცმა, _ პირიქით, ამაზე რთული არაფერია. საკმარისია არასწორად შეიმეცნო ცხოვრების ესა თუ ის მხარე, რომ შენს ნააზრევს ფასი დაეკარგება და წლების შრომაც წყალში ჩაგეყრება.
მაშ რა ვქნა? _ იკითხა ტიტემ.
მე გამომყევი! რასაც აქ ხედავ, ეს სულაც არ არის ცხოვრება. ცხოვრება სხვა რამეა…
ავტორი | გურამ მთვარელიძე |
ჟანრი | პროზა |
კატეგორია | მხატვრული |
გამოცემის თარიღი | 2010 წ. |
გარეკანი | რბილი |
ზომა და გვ. რაოდენობა | 140×190 144 გვ. |
ISBN | 978-9941-9109-8-2 |