ვემზადებით სკოლისთვის ანდრიასა და ანასტასიასთან ერთად
თვალსაჩინოების კრებული „ვემზადებით სკოლისათვის ანდრიასა და ანასტასიასთან ერთად“ ეხმარება მშობლებს, ძიძებსა და საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელებს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მიზანმიმართულად წარმართვაში. მისი მიზანია ბავშვების სრულფასოვანი და მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, სწავლისადმი პოზიტიური გარემოს შექმნა, სკოლისათვის მომზადება.
კრებული მოიცავს 30 თვალსაჩინოებას.
პროექტის ავტორი და რედაქტორი | ლია შალვაშვილი, პედაგოგი, მეცნიერებათა დოქტორი, იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატი |
პროექტის მთავარი კონსულტანტი | თამარ ლომიძე, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ქცევითი თერაპევტი; ააიპ 170-ე ბაგა-ბაღის საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი. |
ილუსტრატორ-დიზაინერი | ნანა მელქაძე |
კატეგორია | საბავშვო – თვალსაჩინოების კრებული |