ბარათები “ვითამაშოთ ანდრიასა და ანასტასიასთან ერთად“
ბარათები შემეცნებითი თამაშებისათვის განკუთვნილია 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის. იგი მიზნად ისახავს ლოგიკური და ანალიტიკური (კონვერგენტული) აზროვნების განვითარებას. ბავშვი აკვირდება თითოეულ ბარათზე გამოსახულ საგანს, სწავლობს მის მნიშვნელობას, ერთმანეთს ადარებს საგნებს ფერის, ფორმის, დანიშნულების მიხედვით. ახდენს ამ საგნების კატეგორიზაციას (დახარისხებას), იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას.
ბარათების კომპლექტი მოიცავს 72 ბარათს. ბარათის ერთ მხარეს მოცემულია საგნის სურათი, ხოლო მეორე მხარეს – მისი შესაბამისი სიტყვა. გარდა ამისა წარმოდგენილია ბარათები, რომლებზეც დატანილია კატეგორიის აღმნიშვნელი ზოგადი სიტყვები; აგრეთვე ცისარტყელას ფერების ბარათები: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი, იასამნისფერი.
ბარათების მრავალფეროვნება შემეცნებით-განმავითარებელი თამაშების სხვადასხვა ფორმით ჩატარების საშუალებას გვაძლევს.
ბარათების კომპლექტი შემეცნებითი თამაშებისათვის – „ვითამაშოთ ანდრიასა და ანასტასიასთან ერთად“ ხელს შეუწყობს აქტიურ სწავლებას, ბავშვთა ლოგიკური, ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ბავშვების მოტივაციას და წიგნიერების დონის ამაღლებას.
თამაშების ინსტრუქციები მოცემულია ანდრიასა და ანასტასიას ბარათების უკანა მხარეს.
იდეის ავტორი | ლია შალვაშვილი |
ჟანრი | შემეცნებითი ბარათები |
კატეგორია | საბავშვო |
გამოცემის თარიღი | 2018 წ. |
ზომა და გვერდების რაოდენობა | 210 × 150 144 გვ. |
ISBN | 978-9941-428-50-0 |