აღწერა
ეს ფერადი წიგნი ჯადოსნური ფიგურების ქვეყანაში სამოგზაუროდ
იწვევს პატარა მკითხველს. ზღაპრის გმირების სახალისო დიალოგებით
ბავშვი ეცნობა პირველდაწყებით ცნებებს გეომეტრიიდან, აკვირდება და
აღწერს ბრტყელ გეომეტრიულ ფიგურებს, უმეგობრდება მათ და მათთან
ერთად მოგზაურობს გეომეტრიის საინტერესო სამყაროში.
წიგნს თან ახლავს დანართი – სამაგიდო თამაში ავაწყოთ ფიგურები. იგი
მიზნად ისახავს ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას.
ბავშვი იწყებს თამაშს და ბარათებზე მოცემული ფიგურების მოდელების
შეთავსებით ღებულობს ნიმუშზე მოცემულ გამოსახულებას. აგრეთვე,
ამოიცნობს ფიგურებს სხვადასხვა დანიშნულების საგნებში. ადარებს
ფერისა და ფორმის მიხედვით, იყენებს მიმართებით ტერმინებს –
მარჯვნივ, მარცხნივ, ზევით, ქვევით. წიგნის სიუჟეტი ბარათებთან ერთად
ხელს უწყობს აქტიურ სწავლებას, ბავშვის აზროვნების განვითარებას და
მოტივაციას სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში.
Reviews
There are no reviews yet.