აღწერა
ბარათები შემეცნებითი თამაშებისათვის ვასილ გულეურის სახალისო ლექსებით, განკუთვნილია 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
იგი მიზნად ისახავს ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას. ბავშვი აკვირდება თითოეულ ბარათზე გამოსახულ საგანს, სწავლობს მის მნიშვნელობას, ერთმანეთს ადარებს საგნებს ფერის, ფორმის, დანიშნულების მიხედვით. ახდენს ამ საგნების კატეგორიზაციას (დახარისხებას), იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას.
ბარათების კომპლექტი მოიცავს 18 ბარათს. ბარათის ერთ მხარეს მოცემულია საგნის სურათი და შესაბამისი ლექსი. გარდა ამისა, წარმოდგენილია ბარათები, რომლებზეც დატანილია კატეგორიის აღმნიშვნელი ზოგადი ნახატი. ბარათების მრავალფეროვნება შემეცნებით-განმავითარებელი თამაშების სხვადასხვა ფორმით ჩატარების საშუალებას გვაძლევს.
ბარათების კომპლექტი შემეცნებითი თამაშებისათვის – „ვითამაშოთ ანდრიასა და ანასტასიასთან ერთად“ ხელს შეუწყობს აქტიურ სწავლებას, ბავშვთა ლოგიკური, ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნების განვითარებას და მოტივაციას სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში.
Reviews
There are no reviews yet.