აღწერა
ბარათები შემეცნებითი თამაშებისათვის სოფო ფოცხვერაშვილის სახალისო ლექსებით, განკუთვნილია 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის. იგი მიზნად ისახავს ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას. ბავშვი აკვირდება თითოეულ ბარათზე გამოსახულ წყლის ბინადარს, ეცნობა მას, მის თვისებებს.ერთმანეთს ადარებს წყალში მობინადრე ცხოველებს ფერის, ფორმის, თვისებების მიხედვით. ახდენს ამ ცხოველების კატეგორიზაციას (დახარისხებას), სწავლობს ლექსს.
ბარათების კომპლექტი მოიცავს 16 ბარათს. ბარათის ერთ მხარეს მოცემულია წყლის ბინადრის ნახატი შესაბამისი ლექსით.
ბარათების კომპლექტი შემეცნებითი თამაშებისათვის – „ვითამაშოთ ანდრიასა და ანასტასიასთან ერთად“ ხელს შეუწყობს აქტიურ სწავლებას, ბავშვთა ლოგიკური, ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნების განვითარებას და მოტივაციას სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში.
Reviews
There are no reviews yet.