აღწერა
ამ წიგნში თქვენ წაიკითხავთ თვითმყოფადი პოეტური ენით შექმნილ ლექსებსა და მოთხრობებს, რომლებიც ამქვეყნიური და ზესთასოფლიური სილამაზისა და ტკივილის შეგრძნებისა და თანაგანცდის შედეგადაა დაბადებული. მამა ადამის ლიტერატურული სამყაროს დიაპაზონი მაქსიმალურია – პირველქმნილი ბუნებრიობიდან ხელოვნურ ინტელექტამდე, წარსულიდან მარადისობამდე, შემოსაზღვრულობიდან უსასრულობამდე. იგი იტევს დედამიწის წყლების უღრმესი უფსკრულების საიდუმლოსაც და კოსმოსის უსაზღვრობაშეუცნობადობასაც.
ჩვენი წიგნი მკითხველს ცნობილ „ვოიაჯერს“ გაახსენებს, რომელმაც ციურ სივრცეებში დედამიწის უმშვენიერესი ბგერების ოქროს ფირფიტაზე ჩაწერილი ფონოგრამები წაიღო.
Reviews
There are no reviews yet.