გვირგვინოსანი

0 out of 5

“დავით დეფის უახლესი, ისტორიულ-დეტექტიური რომანი “გვირგვინოსანი” თქვენს წინაშე, საქართველოს ყველა დროის უდიდეს საიდუმლოს წარმოაჩენს – თუ ვინ არის რუსთველი, ვინ არის გენიალური “ვეფხისტყაოსანი”-ს ავტორი და რა მოხდა ორბელების აჯანყებისას მეთორმეტე საუკუნის საქართველოში. მეფე გიორგიმ სამეფო ტახტი როგორ ჩაიგდო და თავისი ასული თამარი, თანამოსაყდრედ რა ვითარებაში გამოაცხადა.

რომანის მთავარი გმირია დემნა ბატონიშვილი – ტახტის კანონიერი მემკვიდრე. წიგნიც მთლიანად მის გარშემოა აგებული. ავტორის ვირტუოზული თხრობა იმდენად მომნუსხველია, თქვენს თვალწინ საქართველოს სამეფო სრულფასოვანი ისტორიული სიზუსტითა და სურათებით ცოცხლდება და არა მარტო საქართველო, არამედ მთელი იმდროინდელი სამყარო – იერუსალიმი და შირვანი, სპარსეთი და ქალაქი ანისი და ბაღდადი, თავისი გმირებითა და ანტიგმირებით, სულთნებითა და მეფეებით, ქარავნებითა თუ რაინდებით და ასასინთა საძმოებით, სამი მოგვი მეფის მისტიური გამოჩენით, რომლებიც მთავარი გმირის დემნა უფლისწულის მეგობრები ხდებიან და მასთან ერთად იკვლევენ დემნას მამის, მეფე დავითის მკვლელობის ამბავს.

ასეთი რომანი საქართველოში დიდი ხანია არ დაწერილა და ის იმდენად სავსეა მოულოდნელობებითა და სიუჟეტის ლაბირინთული წყობით, ღრმა ფსიქოლოგიური დიალოგებითა და დიდებული განცდებით, ბატალური სცენებითა თუ ღია და გულახდილი სასიყვარულო ვნებებით, თხრობის ტემპიც იმდენად თავბრუდამხვევი და ვიზუალისტურია, მკითხველი თვალს ვერ მოწყვეტს, სანამ წიგნის კითხვას ბოლომდე არ მორჩება. ეს უახლესი ნაშრომია ისტორიასა და მის საიდუმლოზე, ერთგულებასა და ღალატზე, თავგანწირვასა და ბედისწერაზე, რომელიც ახალგაზრდა გვირგვინოსანის, დემეტრე დემნა ბატონიშვილის მისტიურ სახებას, საიდუმლოთა მტვერის საფარველში, ერთი შეხედვით სამუდამოდ მალავს, მაგრამ დემნამაც და მისმა მეგობრებმაც იციან – არ არსებობს საიდუმლო რომ არ გაცხადდეს და მათ სწორედაც სახარებისეული სიტყვები აიმედებთ.

დემნას სევდიანი და გულისგამგლეჯი თავგადასავალი, ავტორს იმდენად ემოციურად, პოეზიითა და ფილოსოფიური აქცენტებით იმდენად უზუსტესად აქვს გადმოცემული, წიგნი თანამედროვე მსოფლიო რომანისტიკის კლასიკურ და უძლიერეს ნიმუშად გვევლინება და თანამედროვე მკითხველიც, რომანის აღქმისას, მისი სრული გააზრებისას და სულ ბოლოს კი წიგნის დახურვისას, მარტოდ დარჩენილი, ამ საკაცობრიო გზავნილის ადრესატად აღმოაჩენს თავს, როგორიცაა რვაასი წლის წინ წარმოთქმული, მართლაც საბედისწერო სიტყვები – სიყვარული აგვამაღლებს.”

ავტორები

დავით-დეფი

გამოცემის წელი

2016

ფორმატი, მმ

145×210

გვერდების რაოდენობა

600

Category: მხატვრული ლიტერატურა

დამატებითი ინფორმაცია

ავტორები

დავით-დეფი

გამოცემის წელი

2016

ფორმატი, მმ

145×210

გვერდების რაოდენობა

600

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “გვირგვინოსანი”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *