ბზუილა ფუტკარი აჩი

ბზუილა ფუტკარი აჩი

სკოლამდელთათვის განკუთვნილი შემეცნებითი მოთხრობა – ბზუილა ფუტკარი აჩი – მოგვითხრობს ფუტკრების ოჯახისა და თაფლის დამზადების ამბავს.

მოთხრობა წარმოდგენილია სიუჟეტური ბარათების სახით. მასწავლებელი ან მშობელი ბავშვს ავალებს განალაგონ ბარათები თანამიმდევრობით, მოთხრობაში გადმოცემული შინაარსის შესაბამისად; დააკვირდნენ და აღწერონ თითოეული სიუჟეტური ნახატი, სიტყვიერად გადმოსცენ მისი შინაარსი.

ბავშვს უვითარდება მოქმედების თანამიმდევრობის აღწერისა და გამართული მეტყველების უნარ-ჩვევები. ბავშვი იმდიდრებს ლექსიკას და თანდათანობით სულ უფრო გრძელ და კომპლექსურ წინადადებებს აყალიბებს, რაც უზრუნველყოფს ბავშვის მომზადებას სკოლისთვის.