We present the Publishing House SHEMETSNEBA, which was founded in January of 2005 and it has been serving cultural, educational and literary issues for 14 years.
It is interesting to know, that the idea of founding the Publishing House was born in Frankfurt, when Lia Shalvashvili – its founder and director, the author of children’s books and manuals, was present at the Book Market as a visitor.
As time passed, the Publishing House SHEMETSNEBA got extended. At present our principal publishing priorities are: Children’s literature, classical and contemporary prose and poetry, school manuals, educational, visual aids and didactic materials.
The Publishing House SHEMETSNEBA has got publications in Georgian and Foreign languages.
It has published several series, among them the children’s “The Library of Andria and Anastasia”, the series of the contemporary literature “Tsa” (“The Sky”). Over 90 publications have been made, possessing the seal of our Publishing House.
They aim at the readers with various tastes. Children’s books are particularly popular: Acoustic Mother – Tongue, “I Want to Know Everything,” “Cognitive Tales, The Chrestomathy of the Georgian Literature (in three volumes), The life and work of Georgian Writers (in two volumes) etc.
The Publishing House SHEMETSNEBA is an active member of the Association of Georgia’s Book Publishing and Distribution. It participates in annual Book Markets and festivals, held in Tbilisi, Bologna and Frankfurt.
ჩვენ წარმოვადგენთ გამომცემლობა შემეცნებას, რომელიც 2005 წლის იანვარში დაფუძნდა და უკვე მე-14 წელია კულტურის, განათლებისა და ლიტერატურის სამსახურში დგას.
საინტერესოა, რომ გამომცემლობის შექმნის იდეა პირველად 2004 წელს ფრანკფურტში დაიბადა, როდესაც მისი დამფუძნებელი და დირექტორი, საბავშვო წიგნებისა და სახელმძღვანელოების ავტორი, ლია შალვაშვილი, ვიზიტორის სტატუსით იმყოფებოდა წიგნის ბაზრობაზე.
დროთა განმავლობაში გამომცემლობა შემეცნება გაფართოვდა. ამჟამად ჩვენი ძირითადი საგამომცემლო პრიორიტეტებია: საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურა, კლასიკური და თანამედროვე პროზა და პოეზია, სასკოლო სახელმძღვანელოები, საგანმანათლებლო დანიშნულების თვალსაჩინოებები და დიდაქტიკური მასალები.
გამომცემლობა შემეცნებას აქვს როგორც ქართულენოვანი, ისე უცხოენოვანი გამოცემები. გამოცემული აქვს რამდენიმე სერია, მათ შორისა საბავშვო – „ანდრიასა და ანასტასიას ბიბლიოთეკა“; თანამედროვე ლიტერატურის სერია – „ცა“.
ჩვენი გამომცემლობის გრიფით 90-ზე მეტი დასახელების გამოცემა განხორციელდა, რომელიც განსხვავებული გემოვნების მკითხველზეა გათვლილი. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საბავშვო წიგნები: ხმოვანი დედაენა, მინდა ყველაფერი ვიცოდე, შემეცნებითი ზღაპრები, ქართული საბავშვო ლიტერატურის ქრესტომათია (სამ წიგნად), ქართველ მწერალთა ცხოვრება და შემოქმედება (ორ წიგნად) და სხვა.
გამომცემლობა შემეცნება საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის აქტიური წევრია. მონაწილეობას იღებს წიგნის ყოველწლიურ ბაზრობებსა და ფესტივალებზე თბილისში, ბოლონიასა და ფრანკფურტში.