ბრძნული რჩევების რჩეული

“ბრძნული რჩევების რჩეული” –  უკვდავი აზრების, აფორიზმებისა და ანდაზების უნიკალური კრებულია. წიგნში თავმოყრილია გამოჩენილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები. სხარტი, დახვეწილი და დაუვიწყარი აზრები თუ ხატოვან სიტყვა-თქმათა საუნჯეები, რომლებიც ყოველთვის უძლებენ დროს და ხშირ შემთხვევაში უსწრებენ კიდეც მას. წიგნი სავსეა ხალხური სიბრძნით. ხალხთა წიაღში წარმოშობილი ანდაზებით და მსოფლიო კლასიკოსებთან ერთად ქართველ მწერალთა უნიკალური და დახვეწილი ნააზრებით, რომლებიც საუკუნეების შემდეგაც დიდ და დაუვიწყარ მოგზაურობაში წარუძღვებიან მკითხველს.

“ბრძნული რჩევების რჩეული” სამაგიდო წიგნია, რომელსაც თუ ერთხელ გადაფურცლავთ ვერასდროს მოწყდებით და მით უმეტეს ვერასდროს დაივიწყებთ. წიგნი ყველგან, ცხოვრების ნებისმიერ სიტუაციაში გაპოვნინებთ გამოსავალს. იმედსა და რწმენას შეგმატებთ. იგი საუკეთესო საჩუქარია თქვენი მეგობრისთვის, რჩეულისთვის, ოჯახის წევრისთვის, შვილისთვის. რადგან მხოლოდ აქაა ის ყველაფერი რასაც დრო ვერაფერს აკლებს, რასაც ყავლი არ გასდის, რაც მარადიულია.

წიგნს ამშვენებს ულამაზესი ფერადი ილუსტრაციების ჩანართები და ავტორთა ბიოგრაფიები.

ჩვენი ცივილიზაციის ხანგრძლივი არსებობის მანძილზე ბევრჯერ გადაუფასებიათ ყოველგვარი ფასეულობანი, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული ძალის წყალობით აზრებს, ანდაზებს, აფორიზმებს ყოველთვის და ყველგან შეუნარჩუნებიათ თავიანთი ღირებულება, მომხიბვლელობა, სიცოცხლისუნარიანობა, მნიშვნელობა და არტისტული ელვარება. ეს წიგნი უნიკალურობის ნიმუშია. ყოველთვის აქტუალური. ყოველთვის ძვირფასი. ყოველთვის და ყველგან საჭირო და რეალურად გამოსადეგი.

ISBN 978-9941-428-26-5

კატეგორია: Product ID: 398