კომპანია

გამომცემლობა „შემეცნება“ 2005 წელს დაარსდა და 20 წელია ემსახურება კულტურას, განათლებას და ლიტერატურას. გამომცემლობის შექმნის იდეა დაიბადა ფრანკფურტში 2004 წელს. დროთა განმავლობაში გამომცემლობა „შემეცნება“ გაფართოვდა.
ჩვენი გამომცემლობის ბანერზე 250-ზე მეტი სათაურია გამოცემული, რომლებიც სხვადასხვა გემოვნების მკითხველისთვისაა განკუთვნილი.
განსაკუთრებით პოპულარულია საბავშვო წიგნები, რომელთა საავტორო უფლებები მსოფლიოს 10 ქვეყანაში გაიყიდა და 8 სხვადასხვა ენაზე გამოიცა.
ჩვენი ძირითადი საგამომცემლო პრიორიტეტებია: საბავშვო და მოზარდთა ლიტერატურა, კლასიკური, თანამედროვე პროზა და პოეზია, სასკოლო სახელმძღვანელოები, საგანმანათლებლო ვიზუალური საშუალებები და დიდაქტიკური მასალები.
გამომცემლობა „შემეცნება“ არის საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის აქტიური წევრი. მონაწილეობს ყოველწლიურ წიგნის ბაზრობებსა და ფესტივალებში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.