თეატრალური კლუბი
გამომცემლობა „შემეცნების“ ბაზაზე დაფუძნებული თეატრი „შემეცნება“ საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს და დაწყებითი კლასების მოსწავლეებს
სთავაზობს საბავშვო წიგნების პერსონაჟებთან შეხვედრას და წარმოგიდგენთ სპექტაკლებს:
1. მზის ოჯახი (მოგზაურობა კოსმოსში)
2. ემოციები (7 ზღაპარი)
სპექტაკლების თემატიკა დაფუძნებულია სასწავლო პროგრამაზე.
გამომცემლობა უკვე 19 წელია ანებივრებს თავის პატარა მკითხველებს შემეცნებითი ზღაპრებით, მოთხრობებით, სიუჟეტური ბარათებით, სამაგიდო თამაშებით. „შემეცნების“ წიგნები და სპექტაკლები ბავშვებს ეხმარება უკეთ შეიცნონ გარემომცველი სამყარო, ცხოველები და მცენარეები, ემოციები, მუსიკალური ბგერები, ფერები და ფორმები, კოსმოსი, გეომეტრიული ფიგურები; გაიგონ, რა არის სიკეთე, მეგობრობა, თანადგომა, სიბეჯითე და შრომისმოყვარეობა; დაგმონ ბოროტება, სიზარმაცე, სიცრუე, სიხარბე და ურთიერთგაუტანლობა.
წიგნები პოპულარულია მთელ მსოფლიოში და მათ უკითხავენ პატარებს სხვადასხვა ქვეყანაში მშობლიურ ენაზე.
თეატრი „შემეცნების“ მიზანია, კიდევ უფრო ადვილად აღსაქმელი და გასაგები გახადოს მისი პატარა მაყურებლისა და მკითხველისთვის ის ზღაპრები და მოვლენები, რის გარეშეც არ არსებობს ბავშვური სამყარო.