|
|||||||
ჟანრი –
მხატვრული
ზომა
- 175x250 |
ქართული საყმაწვილო მოთხრობების რჩეული (შემდგენლები – ლალი ბრეგვაძე-კახიანი, ლალი ჯაფარაშვილი) | ||||||
| კრებულში წარმოდგენილია XX-XXI საუკუნეთა მიჯნაზე მოღვაწე ოცდაათამდე ქართველ მწერალთა სამი თაობის რჩეული ნაწარმოებები. მწერალთა სხვადასხვა თაობას განსხვავებული ხელწერა აქვს, განსხვავებული ხედვა და მიდგომა საყმაწვილო პრობლემებისადმი. სხვადასხვაა ამ პრობლემათა მხატვრული გადაწყვეტის გზებიც, რაც განსაკუთრებულად საინტერესოს ხდის ყოველ ნაწარმოებს. განუწყვეტლივ მონაცვლეობაში მყოფი ქრონოლოგიური დროები, რომელშიც ცხოვრება და შრომა უხდებათ მწერლებს, ერთიმეორეს არ ჰგავს. ლიტერატურული თემები კი მარადიულია და ყოველი დროის შემოქმედს მისი ახლებური გაშუქებისკენ უხმობს. გარეკანი მაგარი (სუპერი) გამოცემის თარიღი 2011 წ. 488 გვ. ISBN 978-9941-428-03-6 | |||||||
| რჩეული საბავშვო მოთხრობები (შემდგენელი – გივი ბოჯგუა) | |||||||
![]() |
![]() |
რჩეული მოთხრობების ორტომეული მოიცავს ქართველი მწერლების საბავშვო ნაწარმოებებს. ორივე წიგნში შესულია 46 ავტორის 184 ნაწარმოები. ავტორთა გვარები წარმოდგენილია ანბანის რიგით. ტექსტს ყველგან ახლავს რუბრიკა „სიტყვის არსი”, რომელშიც ლექსიკონის სახით განმარტებულია ყმაწვილებისათვის უცნობი, გაუგებარი ან ნაკლებად გასაგები სიტყვები, შესიტყვებანი და ფრაზები. I ტომი გარეკანი რბილი გამოცემის თარიღი 2009 წ. 356 გვ. ISBN 978-9941-9061-2-1 II ტომი გარეკანი რბილი გამოცემის თარიღი 2009 წ. 352 გვ. ISBN 978-9941-9061-3-8 | |||||
| ჟანრი – საბავშვო-მხატვრული ზომა - 170x240 | |||||||
ჟანრი – საყმაწვილო ენციკლოპედია ზომა - 210x260 |
მინდა ყველაფერი ვიცოდე (ავტორი - ლია შალვაშვილი) |
|
|||||
|
საყმაწვილო ენციკლოპედიური კრებულია. მასში ყმაწვილები მრავალი კითხვის პასუხს იპოვნიან, მრავალფეროვან სამყაროს შეიცნობენ. წიგნი გამიზნულია უმცროსი სასკოლო ასაკის (2-6 კლასის) მოსწავლეთათვის. იგი პირველად 1997 წელს გამოიცა. ამჟამად გამოცემულია მეხუთედ, რადგან ნორჩი მკითხველის დიდი ინტერესი გამოიწვია.
გარეკანი რბილი გამოცემის თარიღი 2005 წ. 104 გვ. ISBN 99940-821-2-4 |
|||||||
ჟანრი –
შემეცნებით‑დიდაქტიკური
ზომა
- 170x250
|
მხოფლიოს ხალხთა რჩეული იგავ-არაკები (შემდგენელი – გივი ბოჯგუა) | ||||||
|
წიგნში შესულია მსოფლიოს ხალხთა რჩეული იგავ-არაკები: არაბული, ბერძნული, გერმანული, ინდური, იტალიური, რუსული, სპარსული, ფრანგული, ქართული, ჩინური, კავკასიის ხალხთა იგავ-არაკები: აბაზური, ადირური, აზერბაიჯანული, აფხაზური, დაღესტნური, თაბასარანული, ინგუშური, ლეზგური, ოსური, სომხური, უბიზური, ჩეჩნური, ხუნძული. სხვადასხვა ქვეყნის ხალხთა იგავარაკები: აფრიკული, მონღოლური, პოლონური, ტაჯიკური, ქართული, ქართულ-ეზიდური, ყაზახური.
გარეკანი მაგარი გამოცემის თარიღი 2009 წ. 346 გვ. ISBN 987-9941-9062-9-9 |
|||||||
ჟანრი – საბავშვო-შემეცნებითი ზომა - 210x260 |
პატარა ცნობისმოყვარე (ავტორი - ლია შალვაშვილი) |
||||||
|
ამ მიმზიდველად გაფორმებული შემეცნებითი წიგნის მიზანია ჩაუნერგოს პატარებს ბუნების სიყვარული. წიგნის მეშვეობით პატარები მიიღებენ მათთვის საინტერესო ინფორმაციას, ხალისით შეამოწმებენ საკუთარ ცოდნას, გააფერადებენ, გამოჭრიან სურათებს, ამოხსნიან კროსვორდებს, გამოიცნობენ გამოცანებს.
გარეკანი რბილი გამოცემის თარიღი 2005 წ. 80 გვ. ISBN 99940-821-3-2
|
|||||||
ჟანრი – საბავშვო-შემეცნებითი ზომა - 210x300 |
ნინი, ზუკა და დედამიწა (ავტორი - ლია შალვაშვილი) |
||||||
|
ფერადილუსტრაციებიანი, მაღალი შემეცნებითი ღირებულების წიგნი განკუთვნილია უმცროსი და საშუალო ასაკის მოსწავლეთათვის. წიგნში სათავგადასავლო რეალისტური ზღაპრისა და მისი გმირების სახალისო დიალოგების ფორმით წარმოდგენილია საინტერესო მასალა დედამიწის, კონტინენტებისა, თუ ქვეყნების ლანდშაფტების, მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს, ქალაქების, არქიტექტურისა და სხვა ღირსშესანიშნაობათა შესახებ. წიგნი მსოფლიო ატლასის ფუნქციასაც ასრულებს.
გარეკანი მაგარი გამოცემის თარიღი 2006 წ. 80 გვ. ISBN 99940-821-7-5
|
|||||||
ჟანრი – საბავშვო-შემოქმედებითი ზომა - 215x300 |
გააკეთე თვითონ (ავტორი - ნატა გოკიელი) |
||||||
|
ნაკეთობათა საბავშვო ენციკლოპედია - «გააკეთე თვითონ» - განკუთვნილია უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის, მათი პედაგოგებისა და მშობლებისათვის. იგი ბევრ სათამაშოზე უფრო სასურველი საჩუქარია. ბავშვი წიგნის გადაშლისთანავე თვითონ იწყებს საყვარელი სათამაშოსა თუ სხვა საჭირო ნივთების კეთებას. ეჩვევა თავისუფალი დროის შემოქმედებითად და საინტერესოდ გატარებას.
გარეკანი რბილი გამოცემის თარიღი 2008 წ. 96 გვ. ISBN 978-99940-972-8-9
|
|||||||
ჟანრი – საბავშვო (ლექსები) ზომა - 210x250 |
სახალისო ლექსები, გამოცანები, ენის გასატეხები (ავტორი - შოთა ხოდაშნელი) |
||||||
|
წიგნში საბავშვო დიდაქტიკურ-შემეცნებითი ლექსები, ანბანის თითოეულ ასო-ბგერაზე შექმნილი გამოცანები და ენის გასატეხებია, რომელთაც ფერადი სახალისო ნახატები ამშვენებს. აქ წარმოდგენილი ლექსები და ენის გასატეხები დიდ დახმარებას უწევს პედაგოგებს, ლოგოპედებსა და მშობლებს, სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვების მეტყველების განვითარებაში.
გარეკანი რბილი გამოცემის თარიღი 2006 წ. 88 გვ. ISBN 99940-821-6-7
|
|||||||
ჟანრი – საბავშვო (ზღაპრები) ზომა - 210x250 |
მხიარული ზღაპრების კალათა (ავტორი - მანანა ჯოხარიძე) |
||||||
|
წიგნში თავმოყრილია 14 ახალი ზღაპარი. ისინი სავსეა სიკეთით და იუმორით. ზღაპრები გამოირჩევა დახვეწილი ენით, სხარტი თხრობით და ახლებური ხედვით. წიგნი გაფორმებულია მხატვარ თათა იობიძის ფერადი ილუსტრაციებით. "მხიარული ზღაპრების კალათა", ზღაპრების გმირებთან და მათ თავგადასავლებთან ერთად, პატარებისთვის საუკეთესო საჩუქარია.
გარეკანი მაგარი გამოცემის თარიღი 2008 წ. 68 გვ. ISBN 978-9914-9024-4-4 |
|||||||
ჟანრი – საბავშვო-მხატვრული ზომა - 200x280 |
სამშვენიეროს ლამაზმანები (ავტორი – ირმა მალაციძე) |
||||||
|
სამშვენიერო ლამაზი ქვეყანაა, სადაც ყველაზე მშვენიერი ქალები ცხოვრობენ. ისინი მხოლოდ საკუთარი გარეგნობით არიან დაკავებულნი. მთელ დღეებს სალონებსა და სამკერვალოებში ატარებენ. იმდენ ნელსაცხებელსა და სუნამოს ხარჯავენ, რომ მათი ქვეყანა გაღატაკების პირას მიდის. სწორედ ამიტომ სამშვენიეროს ხელმწიფე, ლოპრა მეჩვიდმეტე გადაწყვეტს, მოარჯულოს თავქარიანი ქალები და ჩვეულებრივ სარკეებს ჯადოსნურით შეცვლის. მაგრამ აბა, რომელი სამშვენიეროელი ქალი შეეგუებოდა ძველი კაბებით და გაჩეჩილი თმით სიარულს...
გარეკანი მაგარი გამოცემის თარიღი 2010 წ. 64 გვ. ISBN 978-9941-9109-1-3 |
|||||||
ჟანრი – საბავშვო-მხატვრული ზომა - 210x260 |
ქართული საბავშვო მოთხრობები (შემდგენელი – ლია შალვაშვილი) | ||||||
|
წიგნში წარმოდგენილი მოთხრობები განკუთვნილია სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის, მათი პედაგოგებისა და მშობლებისათვის. მასში თავმოყრილია როგორც გასული საუკუნის, ისე თანამედროვე ქართველ მწერალთა – იაკობ გოგებაშვილის, სულხანსაბა ორბელიანის, ჭაბუა ამირეჯიბის, ნინო ნაკაშიძის, ქეთევან ჭილაშვილის, როდიონ ქორქიას, თამარ ჩხაიძის, კუკური გოგიაშვილის, გუგული ტოგონიძის, ნინო ბეზარაშვილის, ანა ხახუტაშვილის, ვალერიან კახაძის, მერი ბოლქვაძის, გრიგოლ ლაღიძის, ტარიელ ხავთასის – საბავშვო ნაწარმოებები.ვფიქრობთ, ეს წიგნი ყველა ბავშვის, საბავშვო ბაღისა და სასკოლო ბიბლიოთეკის კუთვნილება გახდება. გარეკანი მაგარი გამოცემის თარიღი 2010 წ. 68 გვ. ISBN 978-9941-9109-4-4 |
|||||||
ჟანრი – საბავშვო-ისტორიული ზომა - 150x210 |
მოგზაურობა საქართველოს წარსულში (საქართველოს ისტორია ბავშვებისათვის) (ავტორი - აკაკი ნარგიზიშვილი) |
||||||
|
“მოგზაურობა საქართველოს წარსულში” წარმოადგენს საქართველოს ისტორიის ორიგინალურად გადმოცემის წარმატებულ ცდას. მასში მარტივი ენით და საინტერესოდ არის გადმოცემული საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენები უძველესი დროიდან დღემდე. წიგნი გაფორმებულია მხატვარ ხათუნა ხომერიკის გრაფიკული ნახატებით.
გარეკანი რბილი გამოცემის თარიღი 2008 წ. 196 გვ. ISBN 978-99940-972-1-0 |
|||||||
ჟანრი – საბავშვო-მხატვრული ზომა - 150x210 |
მოთხრობები პირველ სიყვარულზე (ავტორი - ამირან ჭიჭინაძე) |
||||||
|
საფუძვლად უდევს ცნობილი კინოდრამატურგის, სცენარისტისა და მწერლის - ამირან ჭიჭინაძის ცნობილი ტელეფილმი «შვიდი პატარა მოთხრობა პირველ სიყვარულზე». მოთხრობების გმირები სწორედ ის გოგო-ბიჭები არიან, პირველად რომ შეაბიჯეს სიყვარულის ჯადოსნურ სამყაროში და ახლა მკითხველის თანაგრძნობას ელიან.
გარეკანი მაგარი გამოცემის თარიღი 2006 წ. 160 გვ. ISBN 9940-822-6-4 |
|||||||
ჟანრი – საბავშვო-შემეცნებითი ზომა - 210x210 |
ყველაფერი თავდაყირა (ავტორი - ლალი ჯაფარაშვილი) |
||||||
|
საბავშვო-შემეცნებით ლექსებში უცნაური და სასაცილო ამბებია გადმოცემული. პატარა მკითხველი გონებამახვილობისა და საზრიანობის წყალობით, ლექსების წაკითხვისთანავე დასმულ კითხვებს სწორ პასუხებს გასცემს და იმ ცრუპენტელას ტყუილებში ამხელს, რომელიც ყირაზე დამდგარი წიგნის გარეკანზეა გამოსახული.
გარეკანი რბილი გამოცემის თარიღი 2007 წ. 24 გვ. ISBN 978-99940-822-7-8 |
|||||||
|
Óâëåêàòåëüíîå ïîñîáèå (ავტორი - ხათუნა ლუტიძე) |
|||||||
![]() |
![]() |
ორი ნაწილისაგან შემდგარი სასწავლო-შემეცნებითი წიგნები, განკუთვნილია IV-V და VI-VII კლასების ქართულენოვანი სკოლების მოსწავლეთათვის. მათი მიზანია განუვითაროს მოსწავლეებს ზეპირმეტყველება, დამოუკიდებლად მართლწერის უნარ-ჩვევები, აგრეთვე გაუმდიდროს ლექსიკური მარაგი რუსულ ენაში.
გარეკანი რბილი გამოცემის თარიღი 2009 წ. 120 გვ. ISBN 99940-822-0-5 |
|||||
|
ჟანრი – სასწავლო |
|||||||
ჟანრი –
საბავშვო‑სათავგადასავლო
ზომა - 160x240 |
ოზის ქვეყანა (ავტორი – ლ. ფრენკ ბაუმი) | ||||||
|
ეს საოცრებათა ზღაპარი ამერიკელმა მწერალმა თქვენთვის შეთხზა, ბავშვებო. თქვენ თიფთან და მის უცნაურსა და მომხიბვლევ მეგობრებთან ერთად იმოგზაურებთ ფერად, ჯადოსნურ ქვეყნებში; გილიკინების მეწამული ფერის ქვეყნიდან, მკრტალი ლავანდის ფერით, მწვანე ზურმუხტოვან ქვეყანაში მოხვდებით. შემდეგ წითელსა და ყვილელ ქვეყნებში უამრავი ფათერაკებიანი თავგადასავლების თანამონაწილენი გახდებით. ნახავთ, როგორ გადალახავენ მეგობრები ბოროტი ჯადოქრის უცნაური ხრიკებით დაგებულ დაბრკოლებებს. გარეკანი რბილი გამოცემის თარიღი 2009 წ. 120 გვ. ISBN 978-9941-9061-4-5 |
|||||||
ჟანრი – საბავშვო-მხატვრული ზომა - 170x240 |
ცისა, ლექსო და ეს სამყარო (ავტორი – მანანა წერეთელი) |
||||||
|
"ცისა, ლექსო და ეს სამყარო" არის წიგნი, რომელიც თანამედროვე მოზარდების ცხოვრების მხატვრული ასახვით ქართულ სინამდვილეში არსებულ სოციალურ პრობლემებს ეხმიანება, სიკეთის, სიყვარულისა და რწმენისკენ მიმართავს მათ გონებას და შეახსენებს, რომ ყოველდღიური ყოფითი პრობლემებით გაფერმკრთალებული ცხოვრების გაცისკროვნება მხოლოდ ბავშვური სათნოებითა და სიწმინდით, სიყვარულითა და რწმენით შეიძლება.
გარეკანი რბილი გამოცემის თარიღი 2009 წ. 106 გვ. ISBN 978-9941-9108-0-7 |
|||||||
ჟანრი –
საბავშვო
პოეზია
ზომა
-
290x210
|
გასაფერადებელი ლექსები (ავტორი — მარიამ წიკლაური) | ||||||
|
ამ წიგნში გაეცნობი მხიარულ ლექსებს ცხოველების,
ფრინველებისა და მწერების შესახებ.
ბუნების სურათები ნაწილობრივაა გაფერადებული.
ისინი დასრულებულ ნახატებად რომ იქცეს, შენი
დახმარება გვჭირდება. ფანქრით ან ფლომასტერით შეეცადე, უფრო გაალამაზო კრებული. ასეთი დახმარებისათვის წიგნიც სიხარულს გაჩუქებს: როცა ყველა ლექსს წაიკითხავ და ილუსტრაციებს ყურადღებით გააფერადებ, თქვენთვის განკუთვნილ გრაფაში, იქ, სადაც მზე ხატია, საკუთარი გვარისა და სახელის მითითებაც შეგეძლება და წიგნის ილუსტრაციების თანაავტორი გახდები. გისურვებ წარმატებას! ეს ხომ შენი პირველი დახატული წიგნია! გარეკანი რბილი გამოცემის თარიღი 2010 წ. 64 გვ. ISBN 978-9941-9109-9-9 |
|||||||
ჟანრი – საბავშვო (პოეზია) ზომა - 175x250 |
ნეტა რა დედამ გაგზარდა (შემდგენელი - გივი ბოჯგუა) |
||||||
|
ქართული ხალხური საყმაწვილო ლექსების, გათვლების, გამოცანების და ენის გასატეხების კრებულია. იგი დაყოფილია შემდეგ მონაკვეთებად: ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე; გმირთა სადიდებელი, ზნეობა; სწავლა სიკვდიმდე შენია; სიყვარულს უშენებია; ბუნება მბრძანებელია; აკვნის სიმღერა; ცოცხალი ტყუილი; ენის გასატეხი; გათვლა და სახუმარო ლექსები; გამოცანები კრებულში შეტანილია რამდენიმე მეგრული, სვანური, ლაზური, ინგილოური ლექსი. წიგნისთვის დართულ ლექსიკონში მოცემულია სხვადასხვა სიტყვის განმარტებანი.
გარეკანი რბილი გამოცემის თარიღი 2008 წ. 44 გვ. ISBN 978-99940-822-9-2 |
|||||||
ჟანრი – საბავშვო-მხატვრული ზომა - 210x290 |
ლაშა მიდის სკოლაში (ავტორი - გუგული ტოგონიძე) |
||||||
|
წიგნში მოთხრობილია პირვეკლასელი ლაშას ოცნებების, სურვილების, იმედებისა და ფანტაზიების შესახებ... ... პატარა ბიჭი ლაშა, დიდი გაფართოებული თვალებით შეჰყურებს ყველას და ყველაფერს. ბევრი რამ აოცებს, ბევრი რამ უკვირს... წიგნში მკითხველი გაიგებს, როგორ გაიცნო ლაშამ ერთიციცქნა, ღილისტოლა ცეროდენები, რა ახარებს, რა აწუხებს, ვინ არიან მისი მეგობრები, როგორ ერთობა ცეროდენებთან ერთად. გარეკანი რბილი გამოცემის თარიღი 2009 წ. 76 გვ. ISBN 978-9941-9108-2-1 |
|||||||
ჟანრი – საბავშვო-მხატვრული ზომა - 210x260 |
ზოოპარკი (ავტორი - ვასილ გულეური) |
||||||
|
საბავშვო-შემეცნებითი ლექსები ბავშვებს გააცნობს ზოოპარკის ბინადარ ცხოველებს, მათ ჩვევებს, ხასიათს, ცხოვრების ნირს. აქვე წაიკითხავენ ინფორმაციას ცხოველების საცხოვრებელი გარემოსა და წარმოშობის შესახებ. წიგნს თან ერთვის ავტორის მიერ გადაღებული ფოტოილუსტრაციები, რაც ბავშვებს ვიზუალურ წარმოდგენას შეუქმნის ზოოპარკის ბინადრებზე.
გარეკანი რბილი გამოცემის თარიღი 2011 წ. 48 გვ. ISBN 978-9941-428-01-2 |
|||||||
ჟანრი – საბავშვო-მუსიკალური ზომა - 210x300 |
თეატრალიზებული მუსიკალური ზღაპრები (შემდგენლები - ციცინო მენთეშაშვილი, მანანა მაისურაძე) |
||||||
|
ამ წიგნში ბავშვები კიდევ ერთხელ შეხვდებიან საყვარელი ზღაპრების გმირებს - ექიმ აიბოლიტსა და მის მეგობრებს, სამ გოჭსა და მგელს. თეატრალიზებული მუსიკალური ზღაპრების დახმარებით ბავშვები არა მარტო გაიხსენებენ მათ თავგადასავალს, არამედ თავად წარმოადგენენ პიესებს სასკოლო თეატრის სცენაზე. სპექტაკლების თანმხლები მუსიკის ნოტები ტექსტებთან ერთად წიგნშია მოცემული.
გარეკანი რბილი გამოცემის თარიღი 2006 წ. 40 გვ. ISBN 99940-821-8-3 |
|||||||
|
დამზადებულია გიორგი კაკაბაძის მიერ – 2011 |
|||||||